მერვე დღის რეფლექსია
დღეს მუშაობა დავიწყეთ ჩვენს გეგმებში ,,სხვა საკითხების" სვეტის შევსებით. ეს პუნქტი მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, ამიტომ უნდა განისაზღვროს მოსწავლეთა ის უნარები, რომლებიც დამეხმარება პროექტის განხორციელებაში.
შემდეგ გადავედით სასწავლო პროცედურების აღწერაზე და ჩავწერე სათანადო პუნქტში ჩემი პროექტის მიმდინარეობის შესაბამისი შინაარსი. ეს პუნქტიც მნიშვნელოვანია პროექტის სწორად წარმართვის თვალსაზრისით, რომ არ გამომრჩეს მცირე ნიუანსიც კი. ამტრენინგის სწორედ ეს მომწონს-პროექტის განხორციელების მარტივად დაგეგმვისა და განხორციელების სტრატეგიებს ვსწავლობთ, ეს კი მნიშვნელოვანია საწავლის სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის სკოლებში.
დიდი მადლობა ინტელს და ჩემს ტრენერს-გიორგი ხომასურიძეს.
პროექტებით სწავლება
Sunday, May 11, 2014
Sunday, May 4, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ ჩემი პრეზენტაციის განხილვით. ტრენერმა და კოლეგებმა შესაბამისი რჩევები მომცეს, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
ტრენერმა,ბატონმა გიორგიმ, ყურადღება გაგვიმახვილა მოსწავლეთა წარმატებისთვის დაგეგმვის აუცილებლობაზე.მნიშვნელოვანია თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში განსხვავებული დავალებების შეთავაზებითა და სტრატეგიების შერჩევით.
ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონზე, რაც მათ გაუადვილებს მუშაობიც პროცესს..ეს აქტივობა ძალიან მომეწონა და შემდეგშიც აუცილებლად გამოვიყენებ.
ტრენინგის ბოლოს ჩემი პროექტის გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს შევუსაბამე შეფასების კრიტერიუმები, რომლებითაც შევაფასებ დასრულებულ სამუშაოს.
დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერა ჩაიარა.
გმადლობთ, ბატონო გიორგი!

Saturday, May 3, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღე საინტერესოდ დაიწყო.ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ პრეზენტაციები და შემდეგ დავიწყეთ განხილვა.ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კოლეგების მიერ გამოთქმული აზრები და რჩევები თითოეულ პრეზენტაციაზე.სხვათა გამოცდილების გაზიარება, როგორც მოგვეხსენება,წარმატების საწინდარია.
პრეზენტაციების განხილვის შემდეგ ტრენერმა გვამუშავა შეფასების რუბრიკაზე. მულტიმედიური შეფასების ფორმა მოვარგე ჩემი პროექტისპრეზენტაციას.
დავათვალიერე პროექტის პროცესში მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებიც და შევარჩიე ჩემი პროექტისთვის რელევანტური.
საკმაოდ დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო დღე იყო.

Sunday, April 27, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.ვიმუშავეთ მოსაწავლის შეფასების ინსტრუმენტებზე. განვსაზღვრეთ პროექტის შინაარსი და ჩამოვაყალიბეთ რეზიუმე. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა პროექტში გამოყენებულ მასალაზე და დავიწყეთ პრეზენტაციის შესრულება. ბოლოს ჩემი საქაღალდე ავტვირთე google-ის დისკზე და გავუზიარე ჩემს ტრენერს.
ჩემთვის ამ ყველაფრის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვიტყოდი აუცილებელიც. მომავალში ვისურვებდი მრავალფეროვანი პრეზენტაციის ფორმებების შესწავლას მოსწავლეთა დასაინტერესებლად მაგალითად,ანიმაციის გამოყენება...
Saturday, April 26, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების იდენტიფიცირება:ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად.
ჩემს პროექტს შევუსაბამე კითხვები და გადავიტანე ჩემს გეგმაში. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან უფრო ადვილი და კონკრეტულია პროექტზე ამგვარად მუშაობა.
ავირჩიეთ პროექტის დაწყებამდე მოსწავლეთა ცოდნის მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტები. ყველა ინსტრუმენტი ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემი პროექტისთვის მხოლოდ სამი ავირჩიე.
მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩემს ფოსტაზე სხვა მასწავლებლების მიერ გაზიარებული გეგმების ნახვა.. მეც გავუზიარე სხვებს და ამ სტრატეგიას აუცილებლად გამოვიყენებ საკლასო გარემოში, ჩემს მოსწავლეებთან.ჩემი აზრით, ამით მათი მოტივაციაც გაიზრდება.
Sunday, April 13, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. გავეცანი სტანდარტს და მის მნიშვნელობას პროექტის დაგეგმვისას.
დავათვალიერეთ უკვე განხორციელებული პროექტების გეგმების შაბლონები და რესურსები. განვიხილეთ სატანდარტისა და მიზნების შესაბამისობა აღნიშნული პროექტების გეგმებში და შევუდექით ჩვენ მიერ არჩეულიპროექტის დაგეგმვას. შევიმუშავე ჩემი პროექტის სტანდარტის შესაბამისი მიზნები. რაც ჩემთვის აუცილებელია, გავიაზრე ყოველი ამ ნაბიჯის მნიშვნელობა პროექტის დაგეგმვისას.
ბოლოს ჩემი საქაღალდე ავტვირთე google drive-ზე.
დამთავრდა კიდევ ერთი ტრენინგი, შთაბეჭდილებებით დატვირთული მოუთმენლად ველოდები შემდეგ ტრენინგს.

Saturday, April 12, 2014
მეორე დღის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.გარდა იმისა, რომ მოსწავლეები უნდა აღვზარდო მაღალზნეობრივ და ტოლერანტ მოქალაქეებად,სასწავლო პროცესის დაგეგმვა უნდა ვიცოდე იმის მიხედვითაც, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ცხოვრების დაბრკოლებების გადალახვა. ამის გამოცდილებას კი პროექტზე მუშაობა მისცემთ,მაგრამ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ-ხოლმე მოსწავლეებს, მშობლებს,საზოგადოების წევრებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემ მიერ არჩეულ სამიზნე ჯგუფს ავუხსნა პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი.
დრევანდელ ტრენინგზე ვისწავლე ბროშურის გაფორმება. ბევრი პროექტი განმიხორციელებია ჩემი მუშაობის განმავლობაში, მაგრამ ბუკლეტი არ გამიფორმებია. ვხვდები,რომ ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
დიდი ინტერესით ველოდები შემდეგ მოდულებს.

Subscribe to:
Posts (Atom)