მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ ჩემი პრეზენტაციის განხილვით. ტრენერმა და კოლეგებმა შესაბამისი რჩევები მომცეს, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
ტრენერმა,ბატონმა გიორგიმ, ყურადღება გაგვიმახვილა მოსწავლეთა წარმატებისთვის დაგეგმვის აუცილებლობაზე.მნიშვნელოვანია თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში განსხვავებული დავალებების შეთავაზებითა და სტრატეგიების შერჩევით.
ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონზე, რაც მათ გაუადვილებს მუშაობიც პროცესს..ეს აქტივობა ძალიან მომეწონა და შემდეგშიც აუცილებლად გამოვიყენებ.
ტრენინგის ბოლოს ჩემი პროექტის გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს შევუსაბამე შეფასების კრიტერიუმები, რომლებითაც შევაფასებ დასრულებულ სამუშაოს.
დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერა ჩაიარა.
გმადლობთ, ბატონო გიორგი!
No comments:
Post a Comment