მეექვსე დღის რეფლექსია
დღე საინტერესოდ დაიწყო.ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ პრეზენტაციები და შემდეგ დავიწყეთ განხილვა.ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კოლეგების მიერ გამოთქმული აზრები და რჩევები თითოეულ პრეზენტაციაზე.სხვათა გამოცდილების გაზიარება, როგორც მოგვეხსენება,წარმატების საწინდარია.
პრეზენტაციების განხილვის შემდეგ ტრენერმა გვამუშავა შეფასების რუბრიკაზე. მულტიმედიური შეფასების ფორმა მოვარგე ჩემი პროექტისპრეზენტაციას.
დავათვალიერე პროექტის პროცესში მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებიც და შევარჩიე ჩემი პროექტისთვის რელევანტური.
საკმაოდ დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო დღე იყო.
No comments:
Post a Comment