Saturday, April 12, 2014

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.გარდა იმისა, რომ მოსწავლეები უნდა აღვზარდო მაღალზნეობრივ და ტოლერანტ მოქალაქეებად,სასწავლო პროცესის დაგეგმვა უნდა ვიცოდე იმის მიხედვითაც, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ცხოვრების დაბრკოლებების გადალახვა. ამის გამოცდილებას კი პროექტზე მუშაობა მისცემთ,მაგრამ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ-ხოლმე მოსწავლეებს, მშობლებს,საზოგადოების წევრებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემ მიერ არჩეულ სამიზნე ჯგუფს ავუხსნა პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი.
დრევანდელ ტრენინგზე ვისწავლე ბროშურის გაფორმება. ბევრი პროექტი განმიხორციელებია ჩემი მუშაობის განმავლობაში, მაგრამ ბუკლეტი არ გამიფორმებია. ვხვდები,რომ ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
დიდი ინტერესით ველოდები შემდეგ მოდულებს.

1 comment:

  1. წარმატებებს გისურვებთ ირმა მასწავლებელო, თქვენ ნამდვილად პედაგოგად ხართ დაბადებული. ყველაფერი მშვენივრად გამოგდით , სასიამოვნოა თქვენთან მუშაობა.

    ReplyDelete