Sunday, April 6, 2014

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ეს სწორედ ის ტრენინგია, რომლის გავლაზეც ვოცნებობდი (გულწრფელად ვამბობ) კურსის მიზნების გაცნობამ უფრო მეტად გამიმყარა ამის შეგრძნება.
 პირველ მოდულში ვისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა და მასალების გადატანა საქაღალდეში.გავეცანით პირველი მოდულის აქტივობებს.ვნახეთ რესურსები და გავაანალიზეთ.
 ჩემთვის საინტერესო იყო დღევანდელი დღე, რადგან ვისწავლე და გადავიმეორე ის ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტების განხორციელებისას.
 შემდეგშიც მე მინდა ვისწავლო პროექტის ადვილად და კონკრეტულად გაფორმება ელექტრონულად. პროექტის მიმდინარეობის დროს მინდა მოსწავლეებისთვის საინტერესო პროგრამების შესწავლა.

2 comments:

  1. გამარჯობათ ირმა. მისასალმებელია თქვენი დამოკიდებულება და თქვენი მიზნები პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით. შემდეგ მოდულებში აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მე ველი ამ კითხვებს თქვენიდან. შემდეგ მოდულებში ასევე ველი თქვენს აზრს იმის შესახებ თუ რა გამოგდით უფრო კარგად და რა საჭიროებს დამატებით განხილვას. ეს დაგვეხმარება რომ ტრენინგი უფრო ნაყოფიერი გავხადოთ.
    სასიამოვნოა თქვენთან მუსაობა. გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete