Sunday, April 27, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია



დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.ვიმუშავეთ მოსაწავლის შეფასების ინსტრუმენტებზე. განვსაზღვრეთ პროექტის შინაარსი და ჩამოვაყალიბეთ რეზიუმე. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა პროექტში გამოყენებულ მასალაზე და დავიწყეთ პრეზენტაციის შესრულება. ბოლოს ჩემი საქაღალდე ავტვირთე google-ის დისკზე და გავუზიარე ჩემს ტრენერს.
  ჩემთვის ამ ყველაფრის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვიტყოდი აუცილებელიც. მომავალში ვისურვებდი მრავალფეროვანი პრეზენტაციის ფორმებების შესწავლას მოსწავლეთა დასაინტერესებლად მაგალითად,ანიმაციის გამოყენება...

Saturday, April 26, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია
       

დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების იდენტიფიცირება:ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად.
ჩემს პროექტს შევუსაბამე კითხვები და გადავიტანე ჩემს გეგმაში. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან უფრო ადვილი და კონკრეტულია პროექტზე ამგვარად მუშაობა.
 ავირჩიეთ პროექტის დაწყებამდე მოსწავლეთა ცოდნის მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტები. ყველა ინსტრუმენტი ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემი პროექტისთვის მხოლოდ სამი ავირჩიე. 
 მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩემს ფოსტაზე სხვა მასწავლებლების მიერ გაზიარებული გეგმების ნახვა.. მეც გავუზიარე სხვებს და ამ სტრატეგიას აუცილებლად გამოვიყენებ საკლასო გარემოში, ჩემს მოსწავლეებთან.ჩემი აზრით, ამით მათი მოტივაციაც გაიზრდება.

Sunday, April 13, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. გავეცანი სტანდარტს და მის მნიშვნელობას პროექტის დაგეგმვისას.
 დავათვალიერეთ უკვე განხორციელებული პროექტების გეგმების შაბლონები და რესურსები. განვიხილეთ სატანდარტისა და მიზნების შესაბამისობა აღნიშნული პროექტების გეგმებში და შევუდექით ჩვენ მიერ არჩეულიპროექტის დაგეგმვას. შევიმუშავე ჩემი პროექტის სტანდარტის შესაბამისი მიზნები. რაც ჩემთვის აუცილებელია, გავიაზრე ყოველი ამ ნაბიჯის მნიშვნელობა პროექტის დაგეგმვისას.
 ბოლოს ჩემი საქაღალდე ავტვირთე google drive-ზე.
  დამთავრდა კიდევ ერთი ტრენინგი, შთაბეჭდილებებით დატვირთული მოუთმენლად ველოდები შემდეგ ტრენინგს.

Saturday, April 12, 2014

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.გარდა იმისა, რომ მოსწავლეები უნდა აღვზარდო მაღალზნეობრივ და ტოლერანტ მოქალაქეებად,სასწავლო პროცესის დაგეგმვა უნდა ვიცოდე იმის მიხედვითაც, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ცხოვრების დაბრკოლებების გადალახვა. ამის გამოცდილებას კი პროექტზე მუშაობა მისცემთ,მაგრამ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ-ხოლმე მოსწავლეებს, მშობლებს,საზოგადოების წევრებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემ მიერ არჩეულ სამიზნე ჯგუფს ავუხსნა პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი.
დრევანდელ ტრენინგზე ვისწავლე ბროშურის გაფორმება. ბევრი პროექტი განმიხორციელებია ჩემი მუშაობის განმავლობაში, მაგრამ ბუკლეტი არ გამიფორმებია. ვხვდები,რომ ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
დიდი ინტერესით ველოდები შემდეგ მოდულებს.

Sunday, April 6, 2014

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ეს სწორედ ის ტრენინგია, რომლის გავლაზეც ვოცნებობდი (გულწრფელად ვამბობ) კურსის მიზნების გაცნობამ უფრო მეტად გამიმყარა ამის შეგრძნება.
 პირველ მოდულში ვისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა და მასალების გადატანა საქაღალდეში.გავეცანით პირველი მოდულის აქტივობებს.ვნახეთ რესურსები და გავაანალიზეთ.
 ჩემთვის საინტერესო იყო დღევანდელი დღე, რადგან ვისწავლე და გადავიმეორე ის ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტების განხორციელებისას.
 შემდეგშიც მე მინდა ვისწავლო პროექტის ადვილად და კონკრეტულად გაფორმება ელექტრონულად. პროექტის მიმდინარეობის დროს მინდა მოსწავლეებისთვის საინტერესო პროგრამების შესწავლა.